სამშენებლო პროცესების მართვა
პროექტის სრული საოპერაციო მართვა ESB-ის ექსპერტთა გუნდის მიერ, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და 15-წლიანი ინდუსტრიული გამოცდილების გამოყენებით.
პროექტის სრული საოპერაციო მართვა ESB-ის ექსპერტთა გუნდის მიერ, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და 15-წლიანი ინდუსტრიული გამოცდილების გამოყენებით.
დამკვეთის ინტერესების სრული წარმომადგენლობა, გენერალური კონტრაქტორებისა და პარტნიორების შერჩევა, პროცესების სტრატეგიული დაგეგმვა, კოორდინაცია და კონტროლი.
სამშენებლო მოედანზე მიმდინარე ყველა დისციპლინის სამუშაოების ყოველდღიური მონიტორინგი, გრაფიკისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიზნით.
საპროექტო ჯგუფების მუშაობის სინქრონიზაცია, ბიუჯეტთან შესაბამისობის კონტროლი, შეუსაბამობების პრევენცია და გეგმარებითი ხარისხის უზრუნველყოფა.
ტექნიკური დოკუმენტების და გეგმების სიღრმისეული ანალიზი, საინჟინრო შეცდომების თავიდან ასაცილებლად უშუალოდ მშენებლობის დაწყებამდე.
სატენდერო პაკეტების ფორმირება, კანდიდატების პრე-კვალიფიკაცია და საუკეთესო კონტრაქტორების გამოვლენა გამჭვირვალე და ობიექტური კონკურენციის გზით.
მასალების, მუშახელისა და მექანიზაციის ოპტიმალური მოცულობების ზუსტი კალკულაცია, რაც ასახავს პროექტის რეალურ მოთხოვნებს.
პროექტის გამართული ფინანსური მოდელის შექმნა და კაპიტალის განაწილების დინამიური გეგმის ფორმირება მთელი საპროექტო ციკლისთვის.
ობიექტზე გამოყენებული მასალებისა და შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის მკაცრი კონტროლი საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებთან.
ალტერნატიული საინჟინრო გადაწყვეტებისა და სამშენებლო მეთოდების ანალიზი ხარჯების მაქსიმალური დაზოგვისთვის, ხარისხის დაკარგვის გარეშე.
სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების ნორმების დანერგვა, რეგულაციების კონტროლი, პერსონალის ჯანმრთელობის დაცვა და ინციდენტების პრევენცია.
ფინანსური, გარემოსდაცვითი, სოციალური, ეკონომიკური და ტექნიკური საფრთხეების იდენტიფიცირება და კრიზისული გეგმების მომზადება.
საპროექტო, იურიდიული, სპეციფიკაციებისა და ხელშეკრულებების დოკუმენტაციის სისტემატიზაცია, დაარქივება და სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დამკვეთისთვის.
დროითი და ადამიანური რესურსების ოპტიმალური მართვა და კალენდარული გრაფიკის მუდმივი მონიტორინგი ვადების გადაცდენის გამოსარიცხად.
კონტრაქტების სამართლებრივი მომზადება სხვადასხვა ეტაპზე, მათი ადმინისტრირება და მხარეთა მიერ ვალდებულებების შესრულების მკაცრი კონტროლი.
ფინანსური ინსტიტუტებისთვის (ბანკები, ფონდები) მშენებლობის პროგრესისა და კაპიტალის მიზნობრივი ხარჯვის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი შეფასება.
ბაზრის, სპეციფიკური ლოკაციის, რესურსებისა და ფინანსური მომგებიანობის წინასწარი კვლევა პროექტის დაწყების მიზანშეწონილობის დასადგენად.
ობიექტის მრავალმხრივი შესწავლა, სახელმწიფო რეგულაციებთან თავსებადობის, ფინანსური, სამართლებრივი და სხვა კრიტიკული რისკების შეფასება.
დეფექტების შეტყობინების პერიოდის მართვა, საოპერაციო, ფინანსური და გაყიდვების სისტემების გენერალური აუდიტი და ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაცია.
მიწის ნაკვეთის ტოპო-გეოდეზიური გადაღება, არსებული შენობა-ნაგებობების ზუსტი აზომვითი ნახაზების მომზადება (2D/3D) და წითელი ხაზების სამართლებრივ-ტექნიკური კორექტირება მშენებლობის ნებართვის მისაღებად.
სრული არქიტექტურული პროექტის მომზადება (გენგეგმა, სართულების გეგმები, ფასადები, ჭრილები — მერიაში შესათანხმებელი მუშა პროექტის სტადია), კონსტრუქციული გაანგარიშება (საძირკველი, კოლონები, არმირების ნახაზები), ინტერიერის დიზაინი 3D ვიზუალიზაციითა და საინჟინრო ქსელების (HVAC, ელექტროობა, წყალგაყვანილობა) სრული პროექტირება.
სამუშაო მოცულობების უწყისის (BOQ) და დეტალური ხარჯთაღრიცხვის მომზადება საბაზრო ფასებზე დაყრდნობით, მშენებლობის კალენდარული გრაფიკის (Gantt Chart) და მასალა-კონტრაქტორების შესყიდვების გრაფიკის შედგენა სამუშაოების უწყვეტობისთვის.
რთული სამუშაოების (მაგ. ფუნდამენტის ჩასხმა, ჰიდროიზოლაცია, ფასადის სისტემები) დეტალური შესრულების მეთოდოლოგიის (Method Statement) და ხარისხის სტანდარტების, მასალის პარამეტრებისა და მიღება-ჩაბარების კრიტერიუმების ტექნიკური გაიდლაინის მომზადება კონტრაქტორებისა და ზედამხედველობისთვის.